Bloomberg Billionaires Index-ის შეფასებით, ილონ მასკის ქონება ერთ ტრილიონ დოლარზე დაბლა — 957 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ეს მისი კომპანიის, SpaceX-ის აქციების საბირჟო ფასის კლებამ გამოიწვია.

23 ივნისის სავაჭრო სესიის დახურვისას SpaceX-ის აქციები 156 დოლარად ფასდებოდა, თუმცა დღის განმავლობაში მასკის კომპანიის აქციების ფასი 225 დოლარამდეც კი გაიზარდა.

24 ივნისის ძირითადი საბირჟო სესიის გახსნამდე SpaceX-ის აქციების ფასმა კლება განაგრძო.