სს „ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ გენერალურ დირექტორად ირაკლი გაბრიაძე დაინიშნა, შესაბამისი ინფორმაცია საჯარო რეესტრის ამონაწერში არის მითითებული.
სს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ განვითარების ფონდის და სააგენტო "აწარმოე საქართველოში" გაერთიანებით შეიქმნა.
ირაკლი გაბრიაძე 2020 წლიდან „აწარმოე საქართველოში“ უფროსის, მიხეილ ხიდურელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
სს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ნადარეიშვილია, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს, საბჭოს წევრია ასევე ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და გიორგი ნასარაია, რომელიც „აწარმოე საქართველოში“-ს ფინანსური მენეჯერი იყო.