დარღვევებს შორის, უმრავლეს შემთხვევაში გამოკვეთილია ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები და ასევე, ეტიკეტირების წესის დარღვევა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ზურაბიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს კრიტიკული შეუსაბამობა 200-ზე მეტ საწარმოში გამოვლინდა და მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
"სურსათის ეროვნული სააგენტო მოგეხსენებათ, სახელმწიფო კონტროლს რეგულარულად ახორციელებს. 2026 წლის უკვე 2 თვის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ 5000-მდე სახელმწიფო კონტროლი. რა დროსაც, გამოიკვეთა 1200-ზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტი.
მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, რასაც 301-ე დადგენილება არეგულირებს. მნიშვნელოვანია, ეტიკეტზე ინფორმაცია სრულფასოვნად იყოს მითითებული.
ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით რეგისტრაციის არ ქონას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რაც სავალდებულოა და ბიზნესოპერატორმა წელიწადში ერთხელ უნდა მიმართოს საჯარო რეესტრს და თავისი ბიზნესი დაარეგისტრიროს. ასევე, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ვაწყდებით კრიტიკულ შეუსაბამობებს, როდესაც სააგენტო კანონით მინიჭებულ უფლებებს იყენებს და ასეთ დროს საჭიროა საწარმოო პროცესის შეჩერება. ასეთი უკვე 200-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი, თუმცა 100-ზე მეტს უკვე აღუდგა საწარმოო პროცესი", - აცხადებს ალექსანდრე ზურაბიშვილი.