დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წევრთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

Politico-ს კითხვაზე, გვიანია თუ არა იმის განხილვა, რომ ირანის რეჟიმის ახალ შემადგენლობასთან ითანამშრომლებს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „არა, გვიანი არ არის“.

„არ დაგავიწყდეთ, რომ ირანის რეჟიმის უმაღლესი რანგის 49 ლიდერი დაიღუპა. მაგრამ, ახალი პირები ჩნდებიან. ეს სამუშაო ბევრს სურს. ზოგიერთი მათგანი კარგიც იქნებოდა“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, მისი თქმით, ირანს რაკეტების გამშვები დანადგარების რაოდენობა ეწურება, ხოლო აშშ-ის შეიარაღების დიდი მარაგი აქვს.

„გამშვები დანადგარები ეწურებათ, რადგან მათი განადგურება მოხდა. ჩვენ უსაზღვრო რაოდენობის საბრძოლო მასალა გვაქვს. ჩვენი თავდაცვის კომპანიები მათ სწრაფად აწარმოებენ“, - აღნიშნა ტრამპმა.