BMG-ის ინფორმაციით, კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“ (Black Sea Petroleum, BSP) ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის ალტერნატიული, არარუსული ნედლეულით ჩანაცვლების პროცესი დაასრულა.

არსებული ინფორმაციით, ქარხანა 2026 წლის 24 აგვისტოდან სრულად არარუსული წარმოშობის ნედლ ნავთობს ამუშავებს.

დივერსიფიკაციის ფარგლებში, BSP-მა ყაზახური ნედლი ნავთობის მიღება 2026 წლის ივლისში დაიწყო, რაც საგარეო ვაჭრობის ოფიციალურ სტატისტიკაშიც ასახა საქსტატმა.

BSP-ის მიერ ივლისშივე გაკეთებული განცხადების მიხედვით კი უკვე აგვისტოდან კომპანია რუსული ნედლი ნავთობის სრულ ჩანაცვლებას შეძლებდა, რადგან ამ პერიოდში კომპანია ყაზახეთიდან დამატებით მოცულობებს ელოდა, რასაც ლიბიური წარმოშობის ნავთობის იმპორტის დაწყებაც უნდა მოჰყოლოდა.

კომპანიის წინა განცხადების თანახმად, BSP-ის ლიბიიდან ნავთობის მიწოდების ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული, რომელიც 2027 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.

წყარო: bm.ge