მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ კომიტეტს 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გააცნო და 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საანგარიშო პერიოდში, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის პროგრამის ფარგლებში, 5 მუნიციპალიტეტში განხორციელდა 2,684.57 ჰა ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია, ხოლო მიმდინარე წლის 8 თვის მაჩვენებელია 5,020.09 ჰექტარი 15 მუნიციპალიტეტში. წლის ბოლომდე გათვალისწინებულია ინვენტარიზაციის ჩატარება გურიის რეგიონში კამერალურად გამოვლენილ 435.23 ჰექტარ ფართობზე.

რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამას, აღინიშნა, რომ 2024 წელს იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 9,395 ჰექტარ საძოვარზე. 2025 წლის 8 თვეში კი, იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 1,503 ჰა საძოვარზე. რაც შეეხება 2021 წლიდან პროგრამის მთლიან მაჩვენებელს, აქტიური იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია 222 საძოვარზე, რაც შეადგენს 21,140 ჰექტარს.

სხდომის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა.

კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული და კომიტეტის წევრები.