საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის თანახმად, ნოემბერში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ მშპ-ის გადამხდელი კომპანების ბრუნვა 10%-ით გაიზარდა და 15 მილიარდი ლარი შეადგინა. უფრო დეტალურად, ზრდა დაფიქსირდა ლოგისტიკის, საფინანსო და მრეწველობის სექტორებში კლება კი მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორში იყო.
„2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.