ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით საფეხმავლო ბილიკების მარკირებას აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, წელს, 74,4 კმ სიგრძის 12 ბილიკი მოინიშნა: რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისის შემოგარენში.

ბოლო წლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 131 ინდივიდუალური, ასევე ქსელური ბილიკები მონიშნა. მათი ჯამური სიგრძე 1590 კმ-ს შეადგენს და  მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონს, ხშირ შემთხვევაში რეგიონებს აკავშირებს ერთმანეთთან. პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ყველა სამთო-სალაშქრო ბილიკის ერთიან სისტემაში მოქცევა.  

ბილიკების მოწყობა ხელს უწყობს აქტიური თავგადასავლების სტიმულირებას საქართველოში, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს აძლევს უსაფრთხო და ორგანიზებული მოგზაურობის შესაძლებლობას, რომ გზის აუცდენლად დალაშქრონ მარტივი და საშუალო სირთულის სხვადასხვა მარშრუტი და მოინახულონ მთები, ტბები, ხეობები, ჩანჩქერები და ისტორიული ძეგლები.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს