მიმავალი 2025 წელი სამი ყველაზე ცხელი წლის ჩამონათვალში შევიდა. ეს დაადასტურა ევროპის კლიმატის მონიტორინგის სამსახურმა „კოპერნიკმა“, რომელმაც აღნიშნა, რომ ცხელი წლები ერთმანეთის მიყოლებით მოდის - 2023 წლიდან 2025 წლამდე.
სამსახურის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კაცობრიობა ახლოსაა 1,5°C დათბობის ზღურბლის მდგრად გადაჭარბებასთან, რის შემდეგაც, მათი აზრით, შეუქცევადი ცვლილებები იწყება.
პარიზის კლიმატის შეთანხმების ხელმოწერის მეათე წლისთავზე მსოფლიომ აღიარა, რომ დოკუმენტის მთავარი მიზანი, რომელიც გლობალური ტემპერატურის 1.5°C-მდე შეზღუდვას გულისხმობდა, მიღწეული არ იყო.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სულ უფრო ხშირი სტიქიური უბედურებები და კატაკლიზმები დიდი ხანია აღარ არის „უბრალოდ ამინდი“. ისინი იწვევენ სიცოცხლის დაკარგვას, არღვევენ მიწოდების ჯაჭვებს, ამცირებენ მოსავლიანობას და საფრთხეს უქმნიან პლანეტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.