ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ­მა მო­ნა­ცე­მებ­მა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა კა­ცობ­რი­ო­ბის დღე­ვან­დე­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი დრო­ი­სა და სივ­რცის შე­სა­ხებ. ბნე­ლი ენერ­გია - იდუ­მა­ლი ძალა, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­ყა­როს გა­ფარ­თო­ე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, შე­საძ­ლოა ისე არ იქ­ცე­ო­დეს, რო­გორც მეც­ნი­ერ­თა უმე­ტე­სო­ბა ვა­რა­უ­დობს, თუმ­ცა ამ სა­კი­თხზე სა­მეც­ნი­ე­რო კონ­სენ­სუ­სი არ არ­სე­ბობს.

სამ­ხრეთ­კო­რე­ე­ლი მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ანა­ლი­ზი ვა­რა­უ­დობს, რომ სამ­ყა­რო შე­საძ­ლოა უსას­რუ­ლოდ არ გა­ფარ­თოვ­დეს, არა­მედ - გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში გრა­ვი­ტა­ცი­ის ძა­ლე­ბი გა­და­უ­ლა­ხა­ვი ბა­რი­ე­რი გახ­დე­ბა და სამ­ყა­რო კვლავ შე­კუმ­შვას და­ი­წყებს, სა­ბო­ლო­ოდ კი “დიდი შე­კუმ­შვის“ შე­დე­გად გაქ­რე­ბა.

მეც­ნი­ე­რე­ბი თვლი­ან, რომ ისი­ნი შე­საძ­ლოა ას­ტრო­ნო­მი­ის ერთ-ერთი უდი­დე­სი აღ­მო­ჩე­ნის ზღვარ­ზე დგა­ნან.

დიდი ხა­ნია ით­ვლე­ბო­და, რომ სამ­ყა­როს გა­ფარ­თო­ე­ბა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 13,8 მი­ლი­არ­დი წლის წინ დიდი აფეთ­ქე­ბით და­ი­წყო, გრა­ვი­ტა­ცი­ის გავ­ლე­ნით თან­და­თან უნდა შე­ნე­ლე­ბუ­ლი­ყო. მაგ­რამ 1998 წელს, მეც­ნი­ე­რებ­მა ე.წ. ბნე­ლი ენერ­გი­ის არ­სე­ბო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­ი­პო­ვეს. ახა­ლი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, ეს ძალა სამ­ყა­როს გა­ფარ­თო­ე­ბას აჩ­ქა­რებს.

ძა­ლი­ან კაშ­კა­შა აფეთ­ქე­ბად ვარ­სკვლა­ვებ­ზე - სუ­პერ­ნო­ვებ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა: იმის ნაც­ვლად რომ გა­ლაქ­ტი­კე­ბის ერ­თმა­ნე­თის­გან და­შო­რე­ბის პრო­ცე­სი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნელ­დეს, ისი­ნი პი­რი­ქით უფრო და უფრო დიდი სიჩ­ქა­რით შორ­დე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს.

თე­ო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით, სამ­ყა­როს მუდ­მი­ვად აჩ­ქა­რე­ბუ­ლი გა­ფარ­თო­ე­ბა სა­ბო­ლო­ოდ იქამ­დე მი­ვი­დო­და, რომ გრა­ვი­ტა­ცია მხო­ლოდ ლო­კა­ლურ (რა თქმა უნდა, კოს­მო­სუ­რი მას­შტა­ბე­ბით) დო­ნე­ზე იმოქ­მე­დებ­და. გა­ლაქ­ტი­კა­თა ჯგუ­ფე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სულ უფრო და­შორ­დე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს და ხი­ლუ­ლი სამ­ყა­როს “ჰო­რი­ზონტს“ გას­ცდე­ბოდ­ნენ. რა­ღაც მო­მენ­ტში სხვა ვარ­სკვლა­ვებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და, ხოლო საკ­მა­რი­სი დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ გა­ფარ­თო­ე­ბა­დი სამ­ყა­რო ბოლო მა­ტე­რი­ა­ლურ “კუნ­ძუ­ლებ­საც“ დაშ­ლი­და და მხო­ლოდ გა­მოს­ხი­ვე­ბით სავ­სე კოს­მო­სი დარ­ჩე­ბო­და. ამ სცე­ნარს ას­ტრო­ნო­მებ­მა “დიდ გახ­ლე­ჩა“ (The Big Rip) უწო­დეს.

მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში მეც­ნი­ე­რებ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი მი­ი­ღეს არი­ზო­ნის უდაბ­ნო­ში მდე­ბა­რე ტე­ლეს­კო­პი­დან, რო­მელ­საც “ბნე­ლი ენერ­გი­ის შეს­წავ­ლის სპექტროს­კო­პი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი“ (DESI) ეწო­დე­ბა.

DESI, რო­მე­ლიც ბნე­ლი ენერ­გი­ის შეს­წავ­ლის მიზ­ნით აშენ­და, მი­ლი­ო­ნო­ბით გა­ლაქ­ტი­კის აჩ­ქა­რე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ზუს­ტით აკ­ვირ­დე­ბო­და, თუმ­ცა მი­ღე­ბულ­მა შე­დე­გებ­მა მეც­ნი­ე­რე­ბი გა­ა­ო­ცა.

DESI-ის პრო­ექ­ტის წევ­რის, ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტუ­ლი კო­ლე­ჯის პრო­ფე­სო­რის, ოფერ ლა­ხა­ვის თქმით, “მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ გა­ლაქ­ტი­კე­ბის აჩ­ქა­რე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ვლე­ბა, რაც კოს­მო­ლო­გი­ა­ში მი­ღე­ბულ სტან­დარ­ტულ სუ­რათს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა“

  • “ცვა­ლე­ბა­დი ბნე­ლი ენერ­გია ხან ძლი­ერ­დე­ბა, ხან სუს­ტდე­ბა, ჩვენ ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მი გვჭირ­დე­ბა. ეს მოვ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ფი­ზი­კის­თვის შოკი აღ­მოჩ­ნდეს,“ - აცხა­დებს პრო­ფე­სო­რი

აღ­მოჩ­ნდა, რომ ბნე­ლი ენერ­გია დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ვლე­ბა, ხოლო სამ­ყა­როს სა­ერ­თო აჩ­ქა­რე­ბა შე­ნელ­და.

„სამ­ყა­როს ბედი შე­იც­ვლე­ბა,“ - პირ­და­პირ აცხა­დებს სე­უ­ლის იონ­სეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი პი­ანგ ვუკ ლი, რო­მე­ლიც თა­ვის კო­ლე­გებ­თან ერ­თად ვარ­სკვლა­ვებ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვებს და­უბ­რუნ­და.

მეც­ნი­ე­რებ­მა “სუ­პერ­ნო­ვე­ბის“ მო­ნა­ცე­მე­ბი იმ გა­ლაქ­ტი­კე­ბის ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით “შე­ას­წო­რეს“, რომ­ლებ­შიც ისი­ნი მდე­ბა­რე­ობ­დნენ და გა­მოთ­ვა­ლეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში რამ­დე­ნად კაშ­კა­შე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

“თუ ბნე­ლი ენერ­გია მუდ­მი­ვი არ არის და სუს­ტდე­ბა რო­გორ კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, ეს თა­ნა­მედ­რო­ვე კოს­მო­ლო­გი­ის მთელ პა­რა­დიგ­მას შეც­ვლის და დიდი გახ­ლე­ჩის ნაც­ვლად შე­საძ­ლე­ბე­ლია დიდი შე­კუმ­შვა მოხ­დეს, ის თუ რო­მე­ლი სცე­ნა­რი გა­ი­მარ­ჯვებს, უკვე ბნე­ლი ენერ­გი­ის ნამ­დვილ ბუ­ნე­ბა­ზეა იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი,“ - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ლი

თუმ­ცა თე­ო­რი­ას ყვე­ლა არ ეთან­ხმე­ბა. კრი­ტი­კოს­თა რი­ცხვს კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­ტრო­ნო­მი­ის ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რი ჯორჯ ეფსტა­ტიუ მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

“ვფიქ­რობ, ეს შე­დე­გი უბ­რა­ლოდ ზე­ა­ხა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის რთულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს ასა­ხავს, ასაკ­თან კო­რე­ლა­ცია ძა­ლი­ან მჭიდ­რო არ არის, ამი­ტომ ასე­თი “კო­რექ­ცი­ის“ გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ხი­ფა­თოდ მი­მაჩ­ნია. ეს ჩემ­თვის და­მა­ჯე­რე­ბელ მე­თოდს არ წარ­მო­ად­გენს,“ - აცხა­დებს მეც­ნი­ე­რი.

  • დღეს-დღე­ო­ბით მეც­ნი­ე­რულ წრე­ებ­ში წამ­ყვან მო­საზ­რე­ბად კვლავ რჩე­ბა ის თე­ო­რია, რომ­ლის თა­ნახ­მად სამ­ყა­რო მუდ­მი­ვი აჩ­ქა­რე­ბით ფარ­თოვ­დე­ბა, ბნე­ლი ენერ­გია კი პრაქ­ტი­კუ­ლად არ იც­ვლე­ბა.

თუმ­ცა რო­გორც ჩანს სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ ახა­ლი კა­მა­თი მხო­ლოდ ახა­ლა იკ­რეფს ძა­ლას.

წყა­რო

www.ambebi.ge