2024 წლის 11 თვეში ნეტო აღრიცხვის სისტემას 50.3 მეგავატი სიმძლავრის მზის სადგურები დაემატა. ამ დროისთვის ნეტო აღრიცხვის სისტემით 490 მომხმარებელი სარგებლობს. 2016 წლიდან ამ აღრიცხვაში ჩართული სადგურების სიმძლავრე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2023 წელი - 30 მეგავატი

2022 წელი - 19 მეგავატი

2021 წელი - 14 მეგავატი

2020 წელი - 1.9 მეგავატი

2019 წელი - 1.4 მეგავატი

სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, მათ შორის ჩამდინარე წყლის გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. ნეტო აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.

bm.ge