საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებელი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი წარადგინა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი უსასყიდლოდ დაიცავს მოქალაქეებს, რომელთაც სამართლებრივი დახმარება სჭირდებათ.
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ასეთი საჭიროება აღარ დადგება ქვეყანაში, მაგრამ დღეს გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, სადაც ვიმყოფებით და სადაც იმყოფებიან ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღე სხვადასხვა მარშით, პროტესტით არიან ჩვენს ქუჩებსა და ქალაქებში, არიან დაპატიმრებულები, ძალიან მძიმე პიეროებში. ჩემთან გუშინ "ქალთა მარში" რომ მოვიდა, იქაც იყო ანგარიშსწორება, მიუღებელი ფორმით. ადამიანებს აპატიმრებენ მიუღებელი ფორმით, ამიტომ ადამიანებს სჭირდებათ ყველანაირი დაცვა. ასევე, ადამიანებს სჭირდებათ დაცვა, როდესაც სახლში მიდიან ჩხრეკისთვის, ისე რომ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური და ყოველწუთიერი დაცვა სჭირდებათ. შეიქმნა ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი. ისინი იმისთვის შეიკრიბნენ ერთად, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, მისცენ მათ პირველ ეტაპზე სამართლებრივი რჩევები, რისთვისაც ცხელი ხაზიც იქნება და მათ გაუწიონ დახმარება, რაც ესაჭიროებათ. ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ. ეს არის ძალიან სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება. ეს არის ის, რაც საზოგადოებას ქმნის. ჩვენს თვალწინ სხვადასხვა კუთხითა და მიმართულებით იქმნება ნამდვილი ქართული და თავისუფალი საზოგადოება. მე ამას არა მხოლოდ მივესალმები, ეს არის ჩვენი იმედის წყარო, რადგან ჩამოყალიბებულ საზოგადოებს ვერც ერთი რეჟიმი, ვერ დაუპირისპირდება და ვერ მოუგებს. ჩამოყალიბებული საზოგადოება შემართებული ადამიაებით ეს არის ის, რაც ყველაფერზე გაიმარჯვებს ყოველთვის.
მე მინდა ამ ადამიებს ვუთხრა, რომ ეს ჩვენგან დიდი მადლიერებას იწვევს, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები ვინც დღეს ციხეში არიან, ან ვისაც ხვალ დაემუქრებიან, იყვნენ დაცულები, უფრო მეტად გვინდა, რომ ისინი გამოვიდნენ ციხიდან, რაც შეიძლება სწრაფად.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან სწრაფად განთავისუფლდებიან, რადგან ამ რეჟიმს სხვა გზა არ ექნება. ძალიან მალე. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე თქვენი საქმე არის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.