IPM Market Intelligence Caucasus -ის მიერ დასრულებული კიდევ ერთი  კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 32% ერთხელ მაინც არის მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ნამყოფი – ინფორმაციას IPM  კვლევები ავრცელებს.

ყველაზე ცნობადი საქართველოს კუთხეების წარმომადგენლების მარშია (49 %)

გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის მსვლელობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმდინარე პროცესებში

რაც შეეხება პრეზიდენტთან დაკავშირებულ მოსაზრებებს: გამოკითხულთა უმეტესობა-  46% სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს ქვეყნის პრეზიდენტად.

აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას გამოკითხულთა უმრავლესობა 72% უჭერს მხარს.

სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 24-25 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა  18+ ასაკის 800 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 3%-ს