„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი ნათია ჭკადუა „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს საუკეთესო  მენეჯერთა ხუთეულში მოხვდა.

“ვენდისის“ საერთაშორისო კონვენცია ყოველ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება და ლეგენდარული ამერიკული ბრენდის სისტემაში შემავალ ათასობით რესტორნის მენეჯერს შესაძლებლობა აქვს წარმატებული საქმიანობისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს.

“„ვენდისში“ წარმატების მთავარი რეცეპტი განვითარების სურვილია. ეს არის ადგილი, სადაც კარიერული წინსვლა მარტივია, თუ მაქსიმალურად იხარჯები და საქმეს სიყვარულით აკეთებ. „ვენდისში“ მუშაობა სერვისის კონსულტანტად დავიწყე. ეს იყო „ვენდისის“ პირველი რესტორანი საქართველოში და მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ წინ თავგადასავლებით სავსე გზა მელოდა. დღეს „ვენდისის“ საერთაშორისო რესტორნების მასშტაბით 5 საუკეთესო მენეჯერს შორის მოხვედრა, არა მხოლოდ ჩემი და ჩემი კომპანიის, არამედ ქვეყნის აღიარება. „ვენდისში“ მთავარი ღირებულება თანამშრომლების განვითარების ხელშეწყობაა, რისი ერთ-ერთი მაგალითი მე ვარ“, აცხადებს ნათია ჭკადუა, „ვენდისის“ რესტორნის მენეჯერი.

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების საუკეთესო მენეჯერების გამოვლენა მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი დონის, სწრაფი მომსახურების, გუნდის მართვის გამორჩეული უნარების, საკვების ხარისხისა და უსაფრთხოების, ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვისა და მომხმარებლის გამორჩეული ლოიალობის მიხედვით ხდება.

„ყოველ წელს საქართველოს ქსელის ყველაზე წარმატებულ მენეჯერს საშუალება აქვს დაესწროს აშშ-ში დაგეგმილ „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციას, რაც მათთვის უნიკალური შესაძლებლობაა. საქართველოს „ვენდისის“ რესტორნის მენეჯერის საუკეთესო ხუთეულში აღიარება კი განსაკუთრებულად საამაყოა, რადგან საერთაშორისო „ვენდისს“ შეუმჩნეველი არ დარჩა საქართველოში „ვენდისის“ რესტორნების მართვის სამაგალითო პრაქტიკა და ბრენდის განვითარების შედეგები“- აცხადებს გივი გვეტაძე, „ვენდისი“, „დანკინი“ და „საბვეი“- ის აღმასრულებელი დირექტორი.

გასულ წელს საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს.

"ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო. დღეს „ვისოლ ჯგუფი” „ვენდისის“, „საბვეის“ და „დანკინის“ ლეგენდარული ბრენდების ქვეშ გაერთიანებული 121 რესტორნით, ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. მხოლოდ სარესტორნო მიმართულებით „ვისოლ ჯგუფმა“ 2300-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. თანამშრომელთა შორის დიდი წილი სტუდენტებია, რომლებსაც სწავლების პარალელურად დასაქმებისთვის ხელსაყრელი ლოკაციის შერჩევის, მოქნილი სამუშაო გრაფიკის, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობის და  სხვა მრავალი ბენეფიტის გარდა, 1200 ლარის ოდენობის სტუდენტური გრანტის მიღების საშუალება აქვთ.