თბილისში, Axis Towers-ში, Starbucks-ის პირველი ფილიალი გაიხსნა, ობიექტი მომხმარებლებს დღეიდან მიიღებს.

საქართველოში Starbucks-ის ქსელი Alshaya Group-თან პარტნიორობით შემოვიდა. Alshaya Group მსოფლიოში Starbucks-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია და ევრაზიის რეგიონში 800-ზე მეტ ობიექტს მართავს, მათ შორის თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ბრენდის საქართველოში შემოსვლა განხორციელდა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით.

Starbucks 1971 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოში სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია. კომპანიის ქსელი 40 000-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს.