მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრუ მუნტეანუ თანამდებობიდან გადადგა.
როგორც მუნტეანუმ სოციალურ ქსელში დაწერა, პრემიერ-მინისტრის პოსტს დღეიდან ოფიციალურად დატოვებს.
„მე დიდი პასუხისმგებლობით და მტკიცე რწმენით მივიღე პრემიერის თანამდებობა, რომ ხელს შევუწყობდი უკეთესობისკენ ცვლილებებს. თუმცა, როდესაც მივხვდი, რომ ვეღარ შევძლებდი ჩემი მოვალეობის შესრულებას ჩემი პრინციპებისა და შეხედულებების შესაბამისად, გადავწყვიტე წასვლა“, – განაცხადა მუნტეანუმ.
მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამთავრობო გუნდს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის სამსახურს მომავალშიც გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რა პოზიციაზე იქნება.
„გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის სამსახურს, სადაც არ უნდა ვიყო, საჯარო თუ კერძო სფეროში“, – აღნიშნა მუნტეანუმ.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადადგომა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ბოლო დღეებში მოლდოვაში კორუფციულ სკანდალებს. მათ შორის, ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო MOLDATSA-ს ხელმძღვანელს, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ დანიშნა, ყალბი დიპლომი და პილოტის მოწმობა ჰქონდა. ასევე, 2 ივლისს დააკავეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ქრთამის შესაძლო აღების გამო დააკავეს.
ალექსანდრუ მუნტეანუ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2025 წლის შემოდგომიდან იკავებდა.