თურქეთმა ოფიციალურად განაცხადა ევროს ერთიანი გადახდების სივრცეში (SEPA) გაწევრიანების განზრახვის შესახებ. ქვეყნის ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროს განცხადრბით, SEPA-ს წევრობა გააიაფებს და დააჩქარებს საერთაშორისო გადახდებს, რაც მათ უფრო უსაფრთხოს გახდის როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. წერილი თურქულმა მხარემ უკვე გადასცა ევროკავშირს. SEPA აერთიანებს 40-ზე მეტ ქვეყნას, მათ შორის ევროკავშირის ყველა 27 სახელმწიფოს. თურქეთი 1999 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.