(3 დეკემბერი, 2025) -  Subway საქართველოში ქსელის განვითარებას განაგრძობს და „სითი მოლში“ 28-ე ფილიალს ხსნის. Subway International BV-სთან მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში “საბვეის” 80 რესტორანს გახსნის. ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაესწრო.

„“ვისოლ ჯგუფთან“ ერთად Subway საქართველოში რეკორდული სისწრაფით ვითარდება. ჩვენს ქვეყანაში ამერიკული კულტურის გავრცელებასა და დამკვიდრებისთვის „ვისოლ ჯგუფი“ 2013 წლიდან ზრუნავს და დღეს Subway-ს, Wandy’s-ის და Dunkin’-ის ლეგენდარული ბრენდების ქვეშ გაერთიანებული 130 რესტორნით, საქართველოს სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. საქართველოში ამერიკული ბრენდების რესტორნების მართვის მრავალწლიანმა გამოცდილებამ შესაძლებლობა მოგვცა სრულად გაგვეთვალისწინებინა ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნები და შეგვეთავაზებინა ადგილობრივ გემოვნებასა და ცხოვრების სტილზე მორგებული, ჯანსაღი და ბალანსირებული კვების გამოცდილება, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია.“ აცხადებს „ვისოლ ჯგუფის’ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„სითი მოლის“ გარდა, Subway დღესდღეობით „თბილისი მოლის“, „ისთ ფოინთის“, ბათუმის „გრანდ მოლი“-სა და „ბლექ სი მოლის“, „რუსთავი მოლის“ და „გორი მოლის“ სავაჭრო ცენტრებშია განთავსებული.  2026 წელს Subway საქართველოში კიდევ 10 ახალ რესტორნს გახსნის. მომავალი წლის განმავლობაში Subway-ს მენიუს კიდევ მეტი ახალი, ჯანსაღი კატეგორიები დამატება მომხმარებლებისთვის, ვინც კვებაში ბალანსსა და ხარისხს ეძებს. ამასთან ერთად, ბრენდი განახორციელებს ტექნოლოგიურ განახლებას: ახალი დიზაინის Self-Order კიოსკები რესტორნებში შეკვეთას კიდევ უფრო სწრაფსა და მარტივს გახდის, ხოლო Subway-ის აპლიკაცია განახლებული ფუქნციონალით მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას წინასწარ შეუკვეთოს, აირჩიოს ბალანსირებული კომბინაციები და ყოველდღიურად მიიღოს პერსონალიზებული გამოცდილება.

„Subway ბუნებრივი არჩევანია ადამიანებისთვის, ვინც ეძებს ჯანსაღ, მსუბუქ, სწრაფ, მაგრამ გამორჩეულად ხარისხიან საკვებს.  ეს არის ადგილი, სადაც სტუმარი თავად ქმნის საკუთარ კომბინაციას — ირჩევს პურს, ბოსტნეულს, სოუსს და საბოლოოდ იღებს სენდვიჩს, რომელიც ზუსტად მის გემოვნებას შეესაბამება. სწორედ ამ თავისუფლებისა და მუდმივად ახალი გამოცდილების გამო არის Subway უნიკალური სწრაფი კვების ინდუსტრიაში. ჩვენი მიზანია Subway საქართველოში იყოს ის ბრენდი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან და უყვართ — ადგილი, სადაც ყოველ კერძში იგრძნობა სიახლე, გამორჩეული გემო და ჯანსაღი ბალანსი. Subway-ის კონცეფცია — ყოველ დღე ახალი — ზუსტად პასუხობს ადგილობრივ მოლოდინებსა და სურვილებს.“ აცხადებს Subway-ს აღმასრულებელი დირექტორი გივი გვეტაძე.

Subway®-ს განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. Subway® დღეს მსოფლიო ლიდერია სწრაფი კვების ინდუსტრიაში, რომელიც ყოველდღიურად მილიონობით სტუმარს ემსახურება 100-ზე მეტი ქვეყანის 37,000-ზე მეტ რესტორანში.