ხვალ მაიამიში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
როგორც მედია წერს, აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტსა და აშშ-ის მომლაპარაკებლებს შორის შეხვედრა „საკმაოდ კარგი“ იყო.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დონალდ ტრამპის გუნდთან უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებისთვის ემზადება.
1tv.ge