„რუსთავის აზოტი“, კორპორაცია ინდორამას ჯგუფის წევრი კომპანია და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სასუქებისა და სამრეწველო ქიმიური პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, ახორციელებს 24 მეგავატი (MWp) სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის „First Light“-ის მშენებლობას — ეს არის საქართველოში პირველი და ამ მოცემულობით ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული მასშტაბის მზის ენერგოსადგური, რომელიც სრულად განკუთვნილია საწარმოს შიდა მოხმარებისთვის.
29 ჰექტარზე განთავსებული და 34,000-ზე მეტი მაღალი ეფექტურობის ფოტოელექტრული მოდულებით აღჭურვილი სადგური წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს ენერგეტიკის გარდამავალი პერიოდისათვის და ასევე, პასუხობს „ინდორამას“ გრძელვადიან ხედვას მდგრად და პასუხისმგებლიან სამრეწველო განვითარებასთან დაკავშირებით. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ელექტროსადგური უზრუნველყოფს „რუსთავის აზოტის“ საწარმოო სიმძლავრეების სუფთა ენერგიით მომარაგებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ელექტროენერგიის მოთხოვნას ეროვნული ელექტროსისტემიდან. ამასთან ერთად „First Light“-ის ამოქმედება სს „რუსთავის აზოტი“-დან დაახლოებით 2,893 ტონით შეამცირებს CO₂-ს გამოყოფას ყოველწლიურად.
მზის სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის მოხმარება, ინტეგრირებული ნულოვანი ექსპორტის კონტროლის სისტემით, ზრდის „რუსთავის აზოტის“ ენერგოდამოუკიდებლობას, ოპტიმიზაციას უკეთებს გადამცემი ქსელების დანაკარგებს, ამცირებს საბაზრო რყევების რისკებს და აძლიერებს საწარმოს ოპერაციულ მდგრადობას უწყვეტი წარმოების პროცესისთვის. სისტემა შექმნილია სამომავლოდ ენერგიის შემნახველი სისტემების ინტეგრაციის გათვალისწინებით, უფრო მეტი ენერგეტიკული სტაბილურობისა და პიკური დატვირთვის მართვისთვის.
„პროექტი First Light ასახავს ჩვენს ხედვას, რომ ოპერირება მოვახდინოთ პასუხისმგებლიანად, ენერგოეფექტურად და მდგრადად,“ — აღნიშნა „რუსთავის აზოტის“ გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ჯეი ჯაჯუმ. „ეს პროექტი ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში სუფთა სამრეწველო განვითარების მიმართ და აჩვენებს, რომ „ინდორამა“აქტიურად აგრძელებს ინვესტირებას გრძელვადიან, მდგრად გადაწყვეტილებებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.“
ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ხაზს უსვამს „კორპორაცია ინდორამას “გლობალურ სტრატეგიას, შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის გამოყენების დანერგვას ყველა საწარმოო ლოკაციაზე საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მზის ელექტროსადგურის განვითარებასა და მშენებლობას ახორციელებს აშშ-ში დაფუძნებული „ASTORIOS Holding Inc.“— განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მწარმოებელი, საერთაშორისო EPC კომპანია. „ASTORIOS“ უზრუნველყოფს პროექტის სრულ ციკლს: მაღალი ეფექტიანობის ფოტოელექტრული მოდულები, ნულოვანი ექსპორტის მართვის ტექნოლოგიები და სრულად ავტომატიზებული მონიტორინგის სისტემა, რომელიც სადგურის საიმედო და ეფექტიან ოპერირებას გარანტირებულს ხდის.
„First Light სრულად ასახავს ASTORIOS-ის ფილოსოფიას — ინოვაციას, საინჟინრო სიზუსტესა და რეალურ გავლენას,“ — აღნიშნა ASTORIOS Holding Inc.-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლელა კურტანიძემ. „ეს მხოლოდ ელექტრო სადგური არაა; First Light წარმოადგენს მთლიან საინჟინრო ეკოსისტემას — სუფთა ენერგია, მიწოდებული ზუსტად იქ, სადაც საჭიროა, ნულოვანი ექსპორტის სიზუსტით, აღჭურვილი მსოფლიო დონის ტექნოლოგიით.“