ბრაკონიერობის შემთხვევების კლება, ერთი მხრივ, განპირობებულია იმ კანონაღსრულების ქმედებებით, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ყოველდღიურად ახორციელებენ. 24-საათიანი პატრულირება ამცირებს ბრაკონიერობის რისკს და აღკვეთის შემთხვევებს ზრდის.
„დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოგანათლების მიმართულებით ჩვენს აქტიურ მუშაობას. სხვადასხვა რეგიონში თანამშრომლების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით, ყოველწლიურად დაახლოებით 70 000 ახალგაზრდა ერთვება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში. მსგავსი პროგრამები ამცირებს ბრაკონიერობის ფაქტებს და ზრდის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას ბუნების მიმართ“, - განაცხადა თამარ ხახიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ, ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისთანავე, ყველა ღონისძიება - პატრულირება, ეკოგანათლება და სხვა პრევენციული ნაბიჯები ნულიდან იწყება. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თავისთავად ქმნის მნიშვნელოვან ეფექტს. მიუხედავად ამ ტენდეციისა, სამწუხაროდ, ბრაკონიერობის გარკვეული პრეცედენტები ჯერ კიდევ ფიქსირდება.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს