,,სითიქომმა“ პროვაიდერი კომპანიების ხარისხისა და მომსახურების კვლევა ჩაატარა. კომპანიის ექაუნთ მენეჯერის, ნათია ორახელაშვილის ინფორმაციით, მომსახურების მიმღებთა 69% „სითიქომის“ პარტნიორი კომპანიებით კმაყოფილია; რაც შეეხება უკმაყოფილების ნაწილს, მსგავსი ხარვეზები ძირითადად დასუფთავების მიმართულებით გამოიკვეთა.
„სითიქომის“ სამეზობლოს პროვაიდერი კომპანიის შეცვლის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს აქვთ.
,,სითიქომი“ თავის მხრივ, ზრუნავს იმ სამეზობლოებზე, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან შემოკრებილი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რა აწუხებს ჩვენს სამეზობლოს.
პროვაიდერთა მომსახურების და ხარისხის კვლევის მიზნით, გამოკითხვა სამეზობლოსთან ჩატარდა. მონაწილეთა 69%-მა დადებითად შეაფასა მისი სერვისს პროვაიდერები და მომსახურე პირები. განვმარტავ, რომ სამეზობლოს წარმომადგენლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ სერვისის მიმწოდებელი შეცვალონ, თუ ისინი მომსახურებით კმაყოფილი არ არიან.
პრობლემები უმეტესად დასუფთავების ნაწილში გამოიკვეთა. ჩვენ, ჩვენი მხრიდან რაც შეგვიძლია, მაგალითად ახალი სერვისს პროვაიდერის მოძიებაში დახმარება, ამ ნაწილში, ნებისმიერ დროს მზად ვართ. „სითიქომის“ ვებგვერდზე სწორედ ის სერვისის მიმწოდებლები არიან, ვისაც ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ.
კვლევის შედეგებს აქტიურად ვუზიარებთ ჩვენს პროვაიდერებს, ბუნებრივია, ამის შემდეგ ჩვენი ჩართულობა სრულდება, რადგან უკვე კორპუსის გადასაწყვეტია, იმ პროვაიდერთან განაგრძობს თუ არა თანამშრომლობას. როგორც კორპუსს ვურჩევთ, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ პროვაიდერის ცვლილება, ისე პროვაიდერებთან გვაქვს კომუნიკაცია, რომ კონკრეტულად ამა თუ იმ მომსახურებით არ არიან კმაყოფილი მომსახურების მიმღები პირები“,- აღნიშნა ნათია ორახელაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
Fresh Space, როგორც პრივაიდერი „სითიქომის“ პარტნიორი 2023 წლიდან არის. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, ანი მირცხულავას ინფორმაციით, ყველაზე აქტიური, ამ ეტაპისთვის დიდი დიღმის სამეზობლოა. ზოგადად, ყველაზე დიდი მოთხოვნა კი საერთო სივრცეების დასუფთავებაზე მოდის.
„Fresh Space „სითიქომს“, როგორც პროვაიდერი კომპანია 2023 წლიდან შეუერთდა, ბაზარზე კი 2021 წლიდან ოპერირებს. ყველაზე მოთხოვნადი სერვისი სამეზობლოებსა და მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში რეგულარული მომსახურების სერვისია- საერთო სივრცეების რეგულარული დასუფთავება. ასევე, მოთხოვნადია რემონტის შემდგომი პირველადი დასუფთავება, თუმცა მეტი ნაწილი მაინც დასუფთავებაზე მოდის. ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით დაახლოებით 10 სამეზობლოს ვემსახურებით, ყველაზე აქტიური, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, დიდი დიღმის სამეზობლოა( განაშენიანების ტემპისა და მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გამო მოთხოვნა მზარდია). დიღომში, გარდა სადარბაზოებისა, აქტიური მოთხოვნაა ეზოსა და საპარკინგე სივრცის დასუფთავებაზე. როგორც სამეზობლოებს, ასევე კონკრეტული სამეზობლოების მიხედვით ჩვენც გვყავს საკუთარი მენეჯერები, რომლებიც კორპუსის ყოველდღიურობაში უშუალოდ არიან ჩართული“,- თქვა პროვაიდერი კომპანია Fresh Space -ის მარკეტინგის მენეჯერმა, ანი მირცხულავამ.