ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Tencent-მა, 2025 წლის შეჯამებული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის წლიურმა შემოსავალმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა და $109 მილიარდს მიაღწია.

კომპანიის წარმატება დიდწილად ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაუმჯობესებამ განაპირობა, რამაც უფრო ეფექტური გახადა სარეკლამო ტარგეტირება და გაზარდა მომხმარებელთა ჩართულობა გეიმინგ სექტორში.

Tencent-ის ძირითადი შემოსავლები სექტორების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • ჯამური შემოსავალი: $109 მილიარდი (ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა).
  • გეიმინგი ჩინეთში: $23.8 მილიარდი (წლიური 18%-იანი ზრდა).
  • საერთაშორისო გეიმინგი: $11.2 მილიარდი (ზრდა 10%).
  • ფინტექი და ბიზნეს სერვისები: $33.2 მილიარდი (8%-იანი ზრდა).
  • სოციალური ქსელები: $18.5 მილიარდი (5%-იანი ზრდა).

ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობამ მედიასთან საუბრისას დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს შემოსავლების გაზრდას და AI-ის მიმართულებით ინვესტიციების გაორმაგებას გეგმავენ, რაც დაახლოებით $5.2 მილიარდს შეადგენს.

bm.ge