საქართველოში ახალი ან გაცივებული თევზის ექსპორტი 2-ჯერ შემცირდა, ფასი კი 4-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, წელს 4 თვეში საქართველომ 77.9 ტონა პროდუქტიდან 1,014 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 158.7 ტონა პროდუქტის ექსპორტიდან - 246.3 ათას აშშ დოლარი.

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს თევზი გავიდა ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ:

  • სომხეთი - 52 ტონა (821.5 ათასი აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 13.4 ტონა (131.1 ათასი აშშ დოლარი)
  • უკრაინა - 12.4 ტონა (61.9 ათასი აშშ დოლარი)

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-აპრილში 334.7 ტონა (3,204 მლნ აშშ დოლარი) თევზი შემოვიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 217.9 ტონა (1,787 მლნ აშშ დოლარი).

ქვეყნები, საიდანაც წელს თევზი შემოვიდა:

  • თურქეთი - 186.9 ტონა (1,189 მლნ აშშ დოლარი)
  • ნორვეგია - 146.4 ტონა (1,993 მლნ აშშ დოლარი)
  • ნიდერლანდები - 1.05 ტონა (15.5 ათასი აშშ დოლარი)

ასევე, პროდუქტი მცირე მოცულობებით შემოვიდა საფრანგეთიდან და შრი-ლანკიდან.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი