Forbes Georgia წარმოგიდგენთ საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კერძო კომპანიების რეიტინგს, რომელიც ამ კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზეა შედგენილი.
კომპანიები დაჯგუფებულია შემოსავლების მიხედვით. რეიტინგში დომინირებენ ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები ენერგეტიკის, ნავთობის იმპორტის, საცალო ვაჭრობის, ჯანდაცვის, კომუნიკაციებისა და სხვა სექტორებიდან.
სიაში არ არის შესული საქართველოს მთავრობის კუთვნილი კომპანიები და ფინანსური სექტორი (ბანკები), რომელთა ანგარიშს Forbes Georgia განცალკევებული სახით ამზადებს.
2022 წლის მონაცემებით, საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის საერთო შემოსავალი 36.3 მილიარდი ლარია. 2021 წელთან შედარებით მაჩვენებელი 5.2 მილიარდი ლარითაა გაზრდილი.
რაც შეეხება კონკრეტულად ნავთობკომპანიებს, ყველაზე საქართველოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში პირველ ადგილებზე სწორედ ნავთობიმპორტიორები მოხვდნენ.
საქართველოს 5 ყველაზე შემოსავლიანი ნავთობკომპანია:
1. სოკარ ენერჯი ჯორჯია
შემოსავალი: ₾ 2,350 მლნ.
სოკარ ენერჯი ჯორჯია წელსაც საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიაა – ასეთ მაღალ შემოსავალს მისი შვილობილი კომპანიების, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა და სოკარ ჯორჯია გაზისგაყიდვები განაპირობებს.
მფლობელი: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა.
2. რომპეტროლ საქართველო
შემოსავალი: ₾ 979 მლნ.
რომპეტროლი წარმოადგენს ჯგუფ KMG International-ის მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის ეროვნულ ნავთობკომპანია KazMunayGaz-ის მფლობელობაშია. „რომპეტროლის“ მთავარი საქმიანობა ნავთობის მოპოვება და გადამუშავებაა.
მფლობელი: სუვერენული კეთილდღეობის ფონდი Samruk-Kazyna (ყაზახეთის მთავრობის საკუთრება).
3. ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
შემოსავალი: ₾ 681 მლნ.
4. ლუკოილ-ჯორჯია
შემოსავალი: ₾ 444 მლნ.
5. პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია
შემოსავალი: ₾369 მლნ.
ვრცლად: forbes.ge