საქსტატის მონაცემებით, 2Q26-ში საქართველოდან ცოცხალი ცხვრებისა და თხების (HS 0104) ექსპორტი მკვეთრად, 618.9%-ით (7.2-ჯერ) გაიზარდა.

2Q26-ში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა $4.7 მლნ-ზე მეტი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $659.9 ათასს შეადგენდა.

ექსპორტის ნახტომისებური ზრდის ფონზე, შემცირებულია იმპორტის მაჩვენებელი. კერძოდ, 2Q26-ში  საქართველოში $33.8 ათასის ღირებულების ცოცხალი ცხვარი და თხა შემოვიდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე ($74 ათასი) 54.3%-ით ნაკლებია.