საქართველოში მოღვაწეობა საინვესტიციო კომპანია DMG Group-მა 2022 წელს დაიწყო. დღეს კი ის აქტიურად ოპერირებს ექვს სექტორში. ეს მიმართულებებია ნავთობგადამუშავება, საერთაშორისო თრეიდინგი, უძრავი ქონების დეველოპმენტი, აგროსფერო, ავტოინდუსტრია და ენერგეტიკა.

კომპანიის ოპერირების მოდელი მხოლოდ ცალკეული წარმატებული აქტივების შეძენასა და შემდგომ მენეჯმენტს არ გულისხმობს. კომპანიის სტრატეგია ყველა მათგანის ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებას და ერთიანი მძლავრი ეკოსისტემის შექმნა.

ამჟამად ოფიციალური მონაცემებით DMG Group-ის არსებული აქტივების შეფასება 130 მილიონ დოლარს აღწევს. ხოლო 2025 წლის შემოსავალი დაახლოებით 500 მილიონი დოლარია. ორგანიზაცია აქტიურად ოპერირებს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებზეც.

კომპანიის მდგრადი წარმატების მთავარი საფუძველი კაპიტალისა და აქტივების მართვის ერთიანი პრინციპია. არ არსებობს განყენებული ერთეული, ყველა აქტივი ერთ დიდ ეკოსისტემაშია, სადაც ერთი სეგმენტის რესურსი ხშირად მეორის პირდაპირ გასაძლიერებლად გამოიყენება. ეს ერთ-ერთი მთავარი ასპექტია, რომელსაც საინვესტიციო კომპანია ყოველთვის ითვალისწინებს ახალ სექტორში ჩართვამდე - ახალი აქტივი აუცილებლად უნდა ერგებოდეს არსებულ ვერტიკალს და მასში პირველივე დღიდან უპრობლემოდ ჩაერთოს.

ამ სინერგიის კარგი მაგალითია კავშირი DMG Group-ის ავტოინდუსტრიული და ენერგეტიკული აქტივების გადაკვეთა. 2025 წელს DMG ჩინური პრემიუმ კლასის ელექტრო ავტომობილების ბრენდის, Li Auto-ს ექსკლუზიური პარტნიორი გახდა საქართველოში. დაახლოებით იმავე პერიოდში, საინვესტიციო ჯგუფმა დაარსა კომპანია Moveo, რომლის მთავარი მისიაც ქვეყნის მასშტაბით ელექტრომობილების სწრაფი დამუხტვის ინფრასტრუქტურის განვითარებაა. Moveo ამასთან თავად ქმნის საჭირო პროგრამულ სისტემებსა და მომხმარებლის მობილურ აპლიკაციასაც. ორივე მიმართულება დამოუკიდებლად წარმატებულია, მაგრამ ამასთან მათ სიმბიონტური ურთიერთობა აქვთ - პრემიუმ ელექტრომობილებს კარგად განვითარებული დამტენი ქსელი სჭირდება, ხოლო დამტენი ინფრასტურქტურის მომგებიანობა პირდაპირაა დამოკიდებული ელექტრომობილების მომხმარებელთა პოტენციურ ზრდაზე.

მსგავსი ლოგიკა მოქმედებს ჯგუფის ინდუსტრიულ აქტივებთანაც. დამფუძნებელი კახი ჟორდანიას თქმით, ჯგუფის ბიზნესი წლების განმავლობაში ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ვაჭრობასა და წარმოებას უკავშირდებოდა. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ ჯგუფმა პირველი ინვესტიცია საქართველოში რუსთავის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში ჩადო. შედეგად, “რუსთავოილის” წარმოებულმა ბიტუმმა საქართველოს ბაზრის უკვე 50%-ზე მეტი დაიკავა, მაშინ როცა ბიტუმი მანამდე სრულიად იმპორტირებული პროდუქტი იყო. თუმცა საქართველოს ბაზრების განვითარების პარალელურად საინვესტიციო ჯგუფი DMGსაერთაშორისო თრეიდინგსაც მზარდი აქტივობით განაგრძობს: DMG International DMCC ქვანახშირის, ნავთობის კოქსის, ბიტუმისა და დიზელის მიმართულებით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 40-ზე მეტ პარტნიორს ემსახურება.

ამ სტრატეგიის კიდევ ერთი კარგი მაგალითია DMG-ის პორტფოლიოს კიდევ ერთი წევრი კომპანია, Stonebridge. Stonebridge-ს თურქეთისა და ჩინეთის ბაზრებიდან მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები შემოაქვს და საკუთარ მასშტაბურ სასაწყობე მეურნეობასაც ფლობს. სამშენებლო მასალების იმპორტის კონტროლი ჯგუფის დეველოპერული მიმართულების ვერტიკალურ ინტეგრაციაში საკვანძო როლს თამაშობს. კომპანიას საშუალება აქვს Immobiliare-ს ბრენდის ქვეშ ყველა პროექტის მშენებლობის ხარისხი დეტალურად აკონტროლოს, რადგან სრულად მართავს მომარაგების ჯაჭვს და ნაკლებადაა გარე მიმწოდებლებზე დამოკიდებული.

ეკოსისტემური მიდგომა აგროსფეროს სექტორზეც ვრცელდება. აგრომიმართულებაში ჯგუფის კომპეტენცია მხოლოდ პლანტაციების მართვით არ შემოიფარგლება. როგორც AgriTouch-ის თანადამფუძნებელი და პროექტ Sekoya-ს მთავარი საინვესტიციო პარტნიორი, DMG Group ითავსებს აგრონომიულ კონსალტინგს, თანამედროვე სასათბურე სისტემებს, სამაცივრე საწყობების ინფრასტრუქტურის მოწყობასა და კვლევით საქმიანობას.

კომპანია პარალელურად ავითარებს ადგილობრივ წარმოებას და საერთაშორისო სავაჭრო კავშირებს. სწორედ ამ ბალანსზეა აგებული ჯგუფის გრძელვადიანი სტრატეგია. DMG Group ახალ სექტორებსაც განიხილავს, თუმცა იმავე პრინციპით: ყოველი ახალი აქტივი უკვე არსებულ ვერტიკალს უნდა ავსებდეს.