რამდენიმე თვიანი დაგვიანების შემდეგ რესტორანი ,,ტივი’’ მომხმარებელს მტკვარზე გემით გასეირნების სერვისს სთავაზობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ „ტივი“-ს წარმომადგენელმა განუცხადა.
30 ადამიანზე გათვლილი გემის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და ახლა საჭირო დოკუმენტების მიღების პროცესი მიმდინარეობს, რათა გემმა მტკვარზე გაცუროს. ამ სერვისის მიწოდება ოქტომბრის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა გემის რემონტი დროში გაიწელა. შემდეგ კი ზამთარი მოვიდა. ეს პერიოდი კი მტკვარზე გემით სეირნობის სეზონად არ მიიჩნევა.
მსურველებს მტკვარზე გემით გასეირნების საშუალება უახლოეს დღეებში ექნებათ. რესტორანი ,,ტივი’’ მომხმარებელს პირველად ელექტრონული გიდის მომსახურებასაც სთავაზობს. გემზე 2 ელექტრონული გიდი დამონტაჟდა, რომელთა მეშვეობითაც მტკვარზე გასეირნების დროს თბილისის შესახებ უამრავ ისტორიასა და ინფორმაციას მოისმენთ. ამ დრომდე მტკვარზე დიდ ჯგუფებს ერთად გაცურვის საშუალება არ ჰქონდათ. მარშრუტი სიონის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, რესტორან ,,ტივის’’ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. ცურვა მშრალ ხიდამდე გაგრძელდება და ორთაჭალის ჰესთან დასრულდება.