ქეთა თოფურია სარესტორნო ბიზნესში ახალ პროექტს იწყებს. მომღერლის თანამფლობელობით მოსკოვში, სავვინსკაიას სანაპიროზე, პრემიუმკლასის რესტორანი GEMINI გაიხსნა, რომლის კონცეფცია იტალიურ და ხმელთაშუაზღვისპირეთის სამზარეულოს აერთიანებს.

პროექტის მთავარი მფლობელია ქეთა თოფურია, კონცეფციის ავტორი და კურატორი კი რესტორატორი ევგენი კუზინია. თანამფლობელებს შორისაა ასევე მუსიკოსი DJ SMASH (ანდრეი შირმანი).

პროექტი საერთაშორისო სარესტორნო ჯგუფ Fundamental Hospitality-თან პარტნიორობით ხორციელდება. ეს ჯგუფი Gaia-ს, Shanghai Me-სა და La Maison Ani-ს მსგავსი რესტორნების კონცეფციების შემქმნელია.