გლობალური ავიაციის ინდუსტრია 99 მილიონ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს და 5 ტრილიონი დოლარის ეკონომიკურ აქტივობას გამოიმუშავებს, რაც გლობალური მშპ-ს 4.2%-ს უტოლდება. ეს მაჩვენებლები წარმოდგენილია საჰაერო ტრანსპორტის სამოქმედო ჯგუფის (ATAG) მიერ მომზადებულ ანგარიშში „ავიაცია: სარგებელი საზღვრებს მიღმა“(The Aviation: Benefits Beyond Borders).
2025 წელს, მსოფლიოში 39 მილიონი დაგეგმილი კომერციული რეისი განხორციელდა, რომლებმაც 5 მილიარდი მგზავრი გადაიყვანა. ყოველდღიურად 13.6 მილიონზე მეტი ადამიანი დაფრინავს ჰაერში.
ავიაცია კვლავ მნიშვნელოვან ინდუსტრიად რჩება გლობალური ვაჭრობისა და ტურიზმისთვის, რაც მსოფლიო ვაჭრობის 29.5%-ს შეადგენს ღირებულების მიხედვით და საერთაშორისო ტურისტების 58%-ს, რომლებიც საჰაერო გზით მგზავრობას ირჩევენ. ის ასევე უზრუნველყოფს კავშირს შორეულ და ძნელად მისადგომ რეგიონებთან, მათ შორის ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებად ქვეყნებთან და პატარა კუნძულოვან სახელმწიფოებთან.
ექსპერტების პროგნოზით, 2045 წლისთვის ავიაცია 138.6 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის და გლობალურ ეკონომიკურ აქტივობაში 10.2 ტრილიონ დოლარს გამოიმუშავებს. სექტორში პირდაპირი დასაქმება 19.7 მილიონს მიაღწევს, რაც 7.2 მილიონით მეტია 2025 წელთან შედარებით. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, ამ მიზნების მიღწევა დიდწილად დამოკიდებულია ადამიანური რესურსების საკითხის მოგვარებაზე: კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვაზე, გადამზადებასა და შენარჩუნებაზე, – აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე