ჯორჯია პალასი  ტრადიციას აგრძელებს.

ქობულეთში მდებარე 5-ვარსკვლავიანმა სასტუმრომ გასულ უქმეებზე შემოდგომის მთავარი დღესასწაული, ნარინჯისფერი რთველი გამართა, რომელშიც მონაწილეობა სასტუმროს დამსვენებლებთან ერთად მაკდონალდს საქართველოს, კოკ-კოლა ბოთლერ ჯორჯიასა და თავად ჯორჯია პალასის თანამშრომლებმა მიიღეს და სასტუმროს ეზოში გაშენებული მანდარინის მოსავალი საინტერესო კულინარიული თუ გასართობი აქტივობების თანხლებით დააბინავეს.

ციტრუსის რთველი „ჯორჯია პალასისთვის“ არა მხოლოდ სეზონური აქტივობა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზავნილია, რომ სასტუმრო ადგილობრივ ტრადიციას მიჰყვება და დამსვენებლებისთვის დასამახსოვრებელ დღეს ქმნის. ციტრუსის რთველის ტრადიციით, „ჯორჯია პალასი“ ზღვიპირა რეგიონში სტუმარმასპინძლობის გამორჩეულ სტანდარტს აყალიბებს. სასტუმროს უნიკალური ზღვისპირა ხედები და გარემო კი ღონისძიებას დამატებით ხიბლს სძენს.

ღონისძიება დილიდან, სასტუმროს ტერიტორიაზე გაშენებულ მანდარინის ბაღში მოსავლის კრეფით დაიწყო. ამის შემდეგ სტუმრებმა სასიამოვნო დრო აჭარული სიმღერითა და ცეკვებით გაატარეს, ბოლოს კი  შეფ-მზარეულებთან ერთად ტრადიციული აჭარული კერძების - ხაჭაპურის, ბორანოს, მაჯუნისა და სინორის მომზადება შეასწავლეს.

ნარინჯისფერი რთველის ენერგია და გემო  მოსულ სტუმრებს განსაკუთრებულად განუმარტა „კოკა-კოლას“ ნარინჯისფერი მიქსის კოქტეილებმა, რომლებიც ახლად დაკრეფილი ციტრუსით დამზადდა.

მანდარინის ბაღი, რომელიც „ჯორჯია პალასის“ ტერიტორიაზე 10 წლის წინ გაშენდა, ყოველწლიურად მასპინძლობს ოქროსფერი შემოდგომის რთველს, მრავალფეროვანი პროგრამითა და გასართობი აქტივობებით, რაც ამ ღონისძიებას ზღვიპირა აჭარაში ერთ-ერთ ყველაზე ფერად და სახალისო ტრადიციად აქცევს.