PMCG-ის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2026 წლის მაისში jobs.ge-ზე 7,306 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2026 წლის აპრილთან შედარებით 17.2%- ით, ხოლო 2025 წლის მაისთან შედარებით მხოლოდ 0.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

თვიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში დაფიქსირდა (+21.8%),
ხოლო ყველაზე მცირე ზრდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში (+12%) დაფიქსირდა.

წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში დაფიქსირდა
(+9.3%), ხოლო ყველაზე დიდი კლება - ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (-12.6%).
2026 წლის მარტიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 20,327 ვაკანსია, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ვაკანსიების რაოდენობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიამ შეიტანა.