წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2026 წლის I კვარტალში 271.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 47.7 პროცენტით მეტია. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით. 2026 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.5 პროცენტია.

TOP-10 კომპანია, სადაც I კვარტალში ყველაზე დიდი რაოდენობის FDI ჩაიდო (საქსტატის სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) შემდეგია:

  • სს თელასი;
  • სს საქორგგაზი;
  • შპს თბილისი ენერჯი;
  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
  • შპს მაგთიკომი;
  • სს ბიჯეო ჯგუფი; [Lion Finance Group]
  • შპს ტოიოტა კავკასია;
  • შპს პაშა დეველოპმენტ ჯორჯია;
  • შპს ვოლტარეს პაუერ პროჯექტს;
  • შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი.