ამბავი ასეთია: Sony Pictures-მა „პედინგტონისა“ და „ვონკას“ ფილმების შემქმნელ პოლ კინგს მიმართა, რათა ლაბუბუ ვიტრინებიდან კინოეკრანებზე გადმოიტანოს. ფილმი ჯერ საკმაოდ ადრეულ ეტაპზეა, ამიტომაც დეტალების შესახებ არაფერი ვიცით, მათ შორის არ ის, ანიმაციური იქნება, მხატვრული თუ ორივეს შერყწმა.
მართალია, კიდევ ბევრი რამ არის ჯერ გასაიდუმლოებული, მაგრამ ამ ამბავში კინგის ჩართვა, უკვე დიდ მოლოდინებს აჩენს, მით უმეტეს, რომ მისი ნამუშევრები ტონსა და სანახაობაზე მეტად, თავად პერსონაჟზე ფოკუსირდება…
შეგახსენებთ, რომ ლაბუბუს ამბავი ევროპული ფოლკლორით შთაგონებული ილუსტრირებული ამბებით დაიწყო, რის შემდეგაც დიდი ყურადღება პოპმარტის ბრმა ყუთებით დაიმსახურა. მხოლოდ გახსნის შემდგომ ხვდებოდნენ, რომელი ფერი შეიძინეს, რამაც კოლექციონერებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. უფრო ზუსტად იმაზე, თუ რატომ გაგიჟდა მსოფლიო ლაბუბუზე, სტატიაში ნახავთ მანამ, სანამ მეტ დეტალს შევიტყობთ ფილმის შესახებ.