სადღესასწაულო სეზონის მოახლოებასთან ერთად, რა დროსაც ქუჩები სავსეა ბრჭყვიალა განათებებითა და დეკორაციებით, ხოლო ეკრანებიდან სურთ, საახალწლო მაგიის არსებობაში დაგვარწმუნონ, Foundation for Housing შეგვახსენებს იმას, რაც ხშირად ამ ყველაფრის მიღმა იმალება — ასი ათასობით ადამიანი ცხოვრობს ქუჩაში და ახალი წელი მათთვის ჯადოსნური პერიოდი კი არა, კიდევ ერთი დღეა, როცა უნდა იბრძოლონ გადარჩენისთვის.

სწორედ ამ გზავნილის გადმოსაცემად გადაუხვიეს ტრადიციული საშობაო რეკლამირებისგან და კონტრასტული რეალობა გვაჩვენეს: Foundation for Housing-ის მთავარი გმირი ქუჩაში მცხოვრები სანტა კლაუსია, რომელიც ცდილობს სიცივეს გადაურჩეს, შეუმჩნევლად დარჩეს, საკუთარი იდენტობაც კი დამალოს და გადარჩეს. თუმცა ჯადოსნური მაგია აქაც ტრიალდება:

კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Rosa Paris-მა იმუშავა.

www.marketer.ge