2025 საკმაოდ რთული წელი გამოდგა… გლობალური კრიზისი, მზარდი ხარჯები და ეკონომიკური არამდგრადობა მომავალსაც შავ ფერებში გვიხატავს. Alpina Farben-ის საღებავების კომპანია კი სწორედ ამის შეცვლას ცდილობს. The Lost Colour-ით პატარა ბიჭის ემოციურ ამბავს გვიყვება, რომლის მშობლებმაც ფერმა სიდუხჭირის გამო დაკარგეს. ოჯახისთვის რთული გამოდგა ახალ გარემოსთან შეგუება, ეს ბიჭზეც მოქმედებს, რადგან დიდ ცვლილებას გრძნობს… თუმცა შობის ღამეს სასწაულები ხდება — ამ დაკარგული ფერისა თუ შეგრძნებების ძიებაში, ბიჭი მთავარს მიხვდება, რომ სიყვარულია ის, რითაც ნებისმიერ რაიმეს შეგვიძლია, გავუმკლავდეთ:

კამპანიაზე Davies Meyer-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა. 

www.marketer.ge