„კალაძემ „ტვ პირველის" წინააღმდეგ აღსრულება დაიწყო - ტელევიზიის ანგარიშები შესაძლოა, დაყადაღდეს“, - ამ ის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.

თბილისის მერის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ტელეკომპანია "პირველის" წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს, რომელმაც ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ტელეკომპანია „პირველს" და მაია მამულაშვილს დააკისრა ამ ყალბი ცნობების უარყოფა იმავე საშუალებით, როგორც ეს ცნობები იყო საჯაროდ გავრცელებული და ასევე, მორალური ზიანის სახით დააკისრა 15 ათასი ლარის გადახდა. დღეს ჩვენ დავიწყეთ ამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ალბათ, ხვალ ან ზეგ გაეგზავნება მეორე მხარეს ოფიციალური მოთხოვნა და ისინი ვალდებულები არიან, მოცემული გადაწყვეტილება შეასრულონ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რაც გულისხმობს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას," - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, თუ მორალური ზიანის სახით დაკისრებულ თანხას „ტვ პირველი" არ გადაიხდის, უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღდება.

ჩვენ ამ თანხას ვითხოვთ და იმედია, იძულებითი აღსრულება არ დაგვჭირდება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს თანხა არ იქნება გადახდილი, ბუნებრივია, დაიწყება იძულებითი აღსრულება, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის საბანკო ანგარიშები დაყადაღება. შემდეგი ნაბიჯი იქნება ქონების დაყადაღება და თუ არ აღსრულდა სასამართლოს გადაწყვეტილება, არ არის გამორიცხული, ხელმძღვანელი პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც არის გათვალისწინებული სააღსრულებო კანონით", - ამბობს გაბუნია.

წყარო: ტვ პირველი