საქართველოს ყავის იმპორტი როგორც ფასით, ასევე მოცულობით გაიზარდა.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში 45.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 261 ტონა ყავა შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 30.5 მლნ დოლარს და 5 926 ტონას შეადგენდა. ზრდა ფულად გამოხატვაში დაახლოებით 40%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, ყავა ბოლო წლებია მუდმივად ძვირდება: თუ 2024 წლის მონაცემებს 2023 წელთან შევადარებთ, ღირებულების ზრდა 80%-ს უახლოვდება.

საქართველოსთვის ყავის უმსხვილესი იმპორტიორი კვლავ ინდონეზიაა, მეორე ადგილზე კი რუსეთია. ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვნად გააძვირა პროდუქტი საქართველოსთვის:

  • რუსეთიდან იმპორტირებული ყავის ღირებულება 48%-ით გაიზარდა;
  • ინდონეზიიდან — 36%-ით.

Top-10 იმპორტიორი ქვეყანა (იანვარ–ოქტომბერი)

  • ინდონეზია - 13.2 მლნ დოლარი / 2 623 ტონა;
  • რუსეთი - 8 მლნ დოლარი / 864 ტონა;
  • ვიეტნამი - 6 მლნ დოლარი / 1 193 ტონა;
  • იტალია - 5.6 მლნ დოლარი / 384 ტონა;
  • გერმანია - 3 მლნ დოლარი / 282 ტონა;
  • საფრანგეთი - 1.5 მლნ დოლარი / 101 ტონა;
  • სომხეთი - 1.37 მლნ დოლარი / 190 ტონა;
  • თურქეთი - 1.30 მლნ დოლარი / 126 ტონა;
  • ავსტრია -947 ათასი დოლარი / 63 ტონა;
  • ბრაზილია - 739 700 დოლარი / 115 ტონა.

bm.ge