კასპის მუნიციპალიტეტში კომპანია „ზემო ვინდის“ მიერ აშენებული ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმში ოპერირებას დაიწყებს - ამას შესახებ ესკოსთან გაფორმებული შეთანხმებიდან ირკვევა.

ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე თავდაპირველი პროექტით 11.93 მგვტ უნდა ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით პირობები შეიცვალა და საბოლოო მონაცემებით სიმძლავრე 18.75 მეგავატ საათი იქნება.

„2026 წლის 02 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ზემო ვინდ“ (ზემო ქარის ელექტროსადგურის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში“, - ნათქვამია ესკოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შპს „ზემო ვინდი“ 2022 წელს დაფუძნდა, მისი 100%-იან წილის მფლობელი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილია.