საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან ექსპორტირებულია 107.8 მლნ ლიტრი, 120.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების უალკოჰოლო გაზიანი სასმელები.
მათივე ცნობით, ექსპორტის ღირებულება გაზრდილია 22%-ით (ზრდა: 21.9 მლნ $), რაოდენობა კი 11%-ით (ზრდა: 10.7 მლნ ლიტრი).
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია მეზობელი ქვეყნები და ყაზახეთი, უზბეკეთი, ისრაელი, უკრაინა და სხვა ქვეყნები.