საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 350.05 მილიონი აშშ დოლარი (922.2 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 3.9%-ით (13.1 მილიონი აშშ დოლარი) მეტია 2025 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 19.36%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა  - 67.77 მილიონი დოლარი, რაც 11.23%-ით მეტია 2025 წლის ივლისთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (15.98%), საიდანაც გასულ თვეში 55.93 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 0.37%-იანი მატებაა.

მესამე ადგილზეა რუსეთი (12%) 42.02 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2025 წლის ივლისთან შედარებით 7.15%-იანი კლებაა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  • აშშ - $67.77 მილიონი.
  • იტალია - $55.93 მილიონი. 
  • რუსეთის ფედერაცია - $42.02 მილიონი. 
  • გერმანია - $31.72 მილიონი.
  • ისრაელი - $29.28 მილიონი.
  • საბერძნეთი - $28 მილიონი.
  • თურქეთი - $12.22 მილიონი.
  • ესპანეთი - $9.83 მილიონი.
  • ყაზახეთი - $8.26 მილიონი.
  • ყირგიზეთი - $8.17 მილიონი.
  • საფრანგეთი - $6.94 მილიონი.
  • გაერთიანებული სამეფო - $6.78 მილიონი.
  • ირლანდია - $5.18 მილიონი.
  • აზერბაიჯანი - $3.55 მილიონი.
  • პოლონეთი - $2.88 მილიონი

სებ-ის ცნობითვე, 2026 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 39 მილიონი აშშ დოლარი (102.8 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.7%-ით მეტია.