გასულ წელს ქვეყანაში ჯამში 29 634 ბიზნესი გაუქმდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს გაუქმებულ საწარმოთა რაოდენობამ 29 405 შეადგინა.

რაც შეეხება დარგებს, სადაც 2024 წელს ყველაზე მეტი კომპანია დაიხურა, პირველ ადგილზეა საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, სადაც ჯამში გაუქმებულია 12 469 ბიზნესი.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ მონაცემებს გასულ წელს გაუქმებული კომპანიების შესახებ, დარგების მიხედვით:

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 12469
  • მშენებლობა - 3067
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 2691
  • ტრანსპორტირება და დასაწყობება - 2463
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1542
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1174
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 874
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 810
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 512
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 510
  • განათლება - 291
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 223
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 202
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 181
  • სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 138
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 35
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 17
  • სხვა სახის მომსახურება - 685
  • საქმიანობა უცნობია - 1750

წყარო: ბიზნესპრესნიუსი