საქართველოს მეცხოველეობის სექტორი 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქსტატის 2025 წლის III კვარტალის წინასწარი მონაცემებიდან ირკვევა.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3.7 პროცენტით შემცირდა და 812.2 ათასი სული შეადგინა.

„აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 389.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5.2 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 182.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 18.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.0 პროცენტით გაიზარდა და 9 981.3 ათასი ფრთა შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციიაში.