მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არაინვაზიური რადიოლოგიური კვლევის ყველაზე ინფორმატიული მეთოდია, რომელიც ძლიერი მაგნიტური ველისა და რადიოტალღების საშუალებით ორგანოების დეტალურ, სტრუქტურულ გამოსახულებას იძლევა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია დაავადების ამოცნობა განვითარების ადრეულ ეტაპზე. მისი გამოყენების არეალი ყოველდღიურად ფართოვდება არა მარტო დიაგნოსტიკაში, არამედ მკურნალობის დაგეგმვაში და მონიტორინგში.
,,ნიუ ჰოსპიტალსის’’ ექიმი რადიოლოგის, ნათია კბილაშვილის ინფორმაციით,
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კვლევის შეუცვლელი მეთოდია თანამედროვე მედიცინაში, რომელიც ექიმებს ეხმარება დაავადების დროულად გამოვლენასა და ეფექტური მკურნალობის დაგეგმვაში. ის მნიშვნელოვანია ნევროლოგიაში, რადგან მისი მეშვეობით ხდება თავისა და ზურგის ტვინის დაავადებების დიგნოსტირება, მას მიმართავენ არა მარტო ქსოვილების სტრუქტურული შეფასებისთვის, არამედ მათი ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრისათვის (სპექტროსკოპია).
„ფართოდ გამოიყენება აბდომინალურ, გინეკოლოგიურ და უროლოგიურ კვლევებში. მისი დახმარებით შესაძლებელია ღვიძლის, პანკრეასის, ელენთის, თირკმელებისა და სხვა დანარჩენი შინაგანი ორგანოების დეტალური გამოკვლევა. ოქროს სტანდარტია სანაღვლე სადინრების შეფასებაში. მნიშვნელოვანია ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში, ფართოდ გამოიყენება ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკაში, მყესებისა და კუნთოვანი სისტემის შეფასებისას. შეუცვლელია ხერხემლისა და დისკის თიაქრების კვლევისას. ფართოდ გამოიყენება კარდიოლოგიაშიც, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია გულის სტრუქტურისა და ფუნქციის შეფასება. უდიდესია მისი როლი ანგიოლოგიაში, მაგ. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა საკონტრასტო ნივთიერების გარეშე გამოვიკვლიოთ თავის ტვინის სისხლძარღვები, როგორც არტერიები, ასევე ვენები და მოვახდინოთ ანევრიზმების დროული დიაგნოსტირება. ფართოდ გამოიყენება მამოლოგიაში. უდიდესია მისი როლი ონკოლოგიაში, მისი საშუალებით შესაძლებელია ძალიან მცირე ზომის პათოლოგიური კერის აღმოჩენა და დროული დიაგნოსტირება, სიმსივნური წარმონაქმნის დეტალური სტრუქტურული შეფასება, მისი ხასიათისა და ლოკალიზაციის დადგენა, ასევე ადგილობრივი და შორეული გავრცელების შეფასება. და ბოლოს ის ფართოდ გამოიყენება პროფილაქტიკური სკრინინგის მიზნით. ყოფილა შემთხვევები როდესაც ასეთი სკრინინგული კვლევების დროს აღმოგვიჩენია ინციდენტალური სიმსივნეები ძალიან ადრეულ ეტაპზე“,- ამბობს ექიმი რადიოლოგი „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
მისივე ინფორმაციით, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის რადიოლოგიური დეპარტამენტს აქვს ძლიერი ტექნიკური საფუძველი, ის აღჭურვილია ახალი თაობის, მაღალი გარჩევადობის MRI აპარატებით, ამათგან ორი 3 ტესლა და ერთი 1,5 ტესლა, რომლებიც იძლევა ვიზუალიზაციის მაღალ ხარისხს, რაც სწორი დიაგნოზის საწინდარია. როგორც ავღნიშნე ჩვენს დეპარტამენტში რამდენიმე აპარატია, რაც ამცირებს მოლოდინის რეჟიმს.
„ ნიუ ჰოსპიტალსის აპარატები გამოირჩება გამოსახულების მაღალი ხარისხითა და სიმძლავრით, თავისუფალი სუნთქვის შესაძლობლობით, რაც მნიშვნელოვანია მძიმე პაციენტებში, მაგ მუცლის ღრუს ორგანოების კვლევისას. ნიუ ჰოსპიტალსის რადიოლოგიურ განყოფილებაში კვლევა ტარდება უსაფრთხო და პაციენტსი კომფორტზე ,ორგებულ გარემოში“,- აღნიშნავს ნათია კბილაშვილი.
როგორც ექიმი „კომერსანტთან“ ინტერვიუში განმარტავს, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას არ აქვს სხივური დატვირთვა, გამოსახულების მისაღებად არ იყენებს მაიონიზირებელ გამოსხივებას, როგორც კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენი, რის გამოც კვლევის ეს მეთოდი არის უსაფრთხო და ამიტომაც გამოიყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, ორსულებში და იმ ადამიანებში, რომელთაც ეს კვლევა ხშირად ჭირდება.
,,მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მაღალი ხარისხის გამოსახულების მისაღებად იყენებს წყალბადის ატომებს, უფრო ზუსტად კი მათ ბირთვში არსებულ პროტონებს. სწორედ პროტონების განლაგებისგან ინფორმაციის მიღებაზეა დამყარებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ძლიერ მაგნიტურ ველში მოხვედრისას ადამიანის ორგანიზმში არსებული ყველა წყალბადის ატომი განლაგდება მაგნიტური ველის მიმართულების პარარელურად. კვლევის მომენტში აპარატი აგზავნის ელექტრომაგნიტურ სიგნალს, რომლის ზემოქმედებით წყალბადის ატომები აღიგზნება და ახდენს ამ სიგნალის გენერირებას. შემდეგ ხდება მიღებული სიგნალის კომპიუტერული (მათემატიკური) დამუშავება და გამოსახულების მიღება.
როგორც წესი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს, თუმცა არის შემთხვევები როცა კვლევის ჩატარება გარკვეული ადამიანებისთვის არ შეიძლება, ეს ეხება იმ პირებს, რომელთაც სხეულში მეტალის ნივთები აქვთ. პაციენტს კვლევის დაწყების წინ ეძლევა კითხვარი და ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიუთითოს ამის შესახება“,- აღნიშნა ექიმმა რადიოლოგმა.
ხშირად პასუხების მოლოდინი პაციენტებისთვის არანაკლებ სტრესულია, თუმცა ნიუ ჰოსპიტალსის კლინიკაში ეს უახლოესი აპარატურის გამოყენებით მეტწილად შემცირებულია. როგორც ექიმი გვეუბნება, ნიუ ჰოსპიტალსის რადიოლოგიურ განყოფილებაში პასუხების გაცემა ხდება მოკლე დროში, 24-48 საათში, ზოგჯერ პაციენტის სურვილის ან საჭიროების შემთხვევაში იმავე დღეს.
,,MRI -ს გადაღება მხოლოდ ნახევარი საქმეა -- სწორი ინტერპრეტაცია უფრო გადამწყვეტია. ნიუ ჰოსპიტალსის რადიოლოგიურ განყოფილებაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი რადიოლოგები, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან და იმაღლებენ კვალიფიკაციის ხარისხს. მაღალკვალიფიციური, გამოცდილი რადიოლოგი და მაღალი ხარისხის გამოსახულება ზუსტი დიაგნოზის საწინდარია. აღსანიშნავია რომ ჩვენს განყოფილებაში გუნდური პრინციპია, საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება ამა თუ იმ შემთხვევის გუნდური შეფასება, სხვა რადიოლოგის აზრის მოსმენა, რასაც სწორ დიაგნოზამდე მივყავართ“,- ექიმმა რადიოლოგმა.
პაციენტზე ზრუნვა, რათა ტომოგრაფიის დროს მისი სმენის ან ხედვის ორგანოები არ დაზიანდეს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმეა.
როგორც ,,ნიუ ჰოსპიტალსის’’ ექიმი რადიოლოგი, ნათია კბილაშვილი გვეუბნება,
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფების მუშაობისას გამოიცემა სპეციფიკური, რიტმული ხმაური, ამიტომ პაციენტს გადაეცემა ყურსასმენები, ან ყურის საცობები ხმაურის ჩასახშობად.
გარდა ამისა, კვლევის პროცესში პაციანტი მუდმივ კავშირზეა სამედიცინო პერსონალთან სპეციალური საკონტაქტო ღილაკის საშუალებით.
„ კვლევის პროცესში პაციენტს შეუძლია დაუკავშირდეს სამედიცინო პერსონალს და საჭიროების შემთხვევაში შეწყვიტოს კვლევა. ჩვენს აპარატს გააჩნია გენტრის ყველაზე დიდი გვირაბი, რის გამოც პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ კლაუსტროფობია, არ აქვთ დახურული სივრცის შეგრძნება.
ნიუ ჰოსპიტალსის რადიოლოგიის ცენტრში თითოეული პაციენტის ინტერესია გათვალისწინებულია და ვმოქმედებთ საჭიროებისამებრ, ვცდილობთ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმნათ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთ სივრცეში ხდება კომპლექსური მომსახურება, კლინიცისტების კონსულტაცია და მკურნალობის დაგეგმვა“,- აღნიშნა ექიმმა.
როგორც რადიოლოგი განმარტავს, ბოლო დროს საკმაოდ გაზრდილია მომართვიანობის მაჩვენებელი; აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი პაციენტი კლინიკას პროფილაქტიკური კვლევის ჩატარების მიზნით მიმართავს.
„მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია ძალიან მცირე ზომის პათოლოგიური კერის აღმოჩენა და დროული დიაგნოსტირება, რაც თავის მხრივ დროული და ეფექტური მკურნალობის წინაპირობაა. ნიუ ჰოსპიტლის რადიოლოგიურ ცენტრში ტარდება მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული სკრინინგი. აღნიშნული კვლევა მიზანშეწონილია პროფილაქტიკის მიზნით, რათა ადრეულ ეტაპზე მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება, ჯერ კიდევ კლინიკურად არგამოვლენილი პათოლოგიების დროს. უნდა ავღნიშნო რომ ძალიან ბევრი პაციენტი მოგვმართავს პროფილაქტიკური კვლევის ჩატარების მიზნით“,- აღნიშნა ექიმმა.
უახლოესი ტექნიკა და მაღალკვალიფიციური ფუნდი, ეს ნიუ ჰოსპიტლის რადიოლოგიური ცენტრის მთავარი უპირატესობაა. როგორც ,,ნიუ ჰოსპიტალსის’’ ექიმი რადიოლოგი, ნათია კბილაშვილი გვეუბნება, პასუხების გაცემის დრო კლინიკაში 24-48 საათია.
„ნიუ ჰოსპიტლის რადიოლოგიური ცენტრი აღჭურვილია უახლესი თაობის, მაღალი გარჩევადობის აპარატებით, რომლებიც გამოირჩევა გამოსახულების უპრეცედენტო ხარისხითა და სიმძლავრით. ჩვენს განყოფილებაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური რადიოლოგები, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება. მაღალი ხარისხის გამოსახულება და გამოსახულების სწორი ინტეპრეტაცია ზუსტი დიაგნოზის საწინდარია. დაბოლოს, ჩვენთან არის პაციენტისთვის კომფორტული გარემო. ჩვენ პასუხებს გავცემთ 24-48 საათში. ჩვენთან დგას სამი აპარატი, რაც ამცირებს მოლოდინის რეჟიმს. ჩვეთან არ არის წონის შეზღუდვა, ვიკვლევთ ჭარბწონიან პაციენტებს. ჩვენს აპარტს აქვს გენტრის ყველაზე დიდი გვირაბი, რაც არ ქმნის დახურული სივრცის შთაბეჭდილებას. მოკლედ ძლიერი ტექნიკური საფუძველი, სანდო რადიოლოგი და პაციენტზე მორგებული გარემო არის ის, რასაც ნიუ ჰოსპიტალსი სთავაზობს პაციენტებს“,- აღნიშნა ,,ნიუ ჰოსპიტალსის’’ ექიმმა რადიოლოგმა, ნათია კბილაშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.