QR თვით მომსახურების სერვისი, რომელიც გალფის Self Service სადგურებზე მოქმედებდა და მომხმარებლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, უკვე საქართველოს მასშტაბით გალფის მთელ ქსელში დაინერგა. დღეიდან მომხმარებლებს უკვე ნებისმიერ გალფის სადგურზე შეუძლიათ ისარგებლონ QR თვით მომსახურებით - დაასკანერონ სადგურზე განთავსებული QR კოდი, გადაიხადონ საწვავის ღირებულება Gulf Club-ის მობილური აპლიკაციით და საწვავი ავტომობილში თავად ჩაასხან. ასეთ დროს მომხმარებელი უფრო მეტი ფასდაკლებით სარგებლობს საწვავზე, ვიდრე ჩამსხმელი ოპერატორის მომსახურების შემთხვევაში. გარდა ამისა, აღნიშნული სერვისი საწვავის ჩასხმის პროცესს უფრო მარტივს და სწრაფს ხდის.
QR თვით მომსახურების სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა Gulf Club-ის მობილური აპლიკაციის გადმოწერა, ავტორიზაციის გავლა და საბანკო ბარათის დამატება. ამის შემდეგ მომხმარებელი აპლიკაციით ასკანერებს სადგურზე განთავსებულ QR კოდს, ირჩევს საწვავის ტიპს, უთითებს სასურველ თანხას ან ლიტრაჟს, იხდის თანხას და თავად ასხამს საწვავს. QR გადახდისას საწვავის ღირებულების დაფარვა შესაძლებელია როგორც საბანკო ბარათით, ისე Gulf Club-ის ქულებით.
QR თვით მომსახურების სერვისის მთელ ქსელში გაფართოებით, გალფი მომხმარებლებს აძლევს არჩევანის მეტ თავისუფლებას - ისარგებლოს როგორც ჩამსხმელი ოპერატორის მომსახურების სრული სერვისით, ასევე, სურვილის შემთხვევაში, ისარგებლოს თვით მომსახურების უპირატესობებით, რაც საწვავის შეძენის უფრო თანამედროვე, სწრაფ და ხელსაყრელ შესაძლებლობას გულისხმობს.