დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს - ინფორმაციას ტაბულას შსს-ში უდასტურებენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას ან/და შენახვას გულისხმობს.