საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში ხელფასები იზრდება. ასევე იზრდება პენსიაც.

მომავალი წლიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.

ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ: პოლიციელებს; ჯარისკაცებს; ბაღის თანამშრომლებს; პირველადი ჯანდაცვის პერსონალს.

ხელფასები 20%-ით გაეზრდებათ: საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს, სკოლის ექიმებსა და მანდატურებს.

მომავალი წლიდან იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო და ის შემდეგნაირად განაწილდება:

პრეზიდენტი  - თვეში 16 000 ლარი

პრემიერ მინისტრი  - თვეში 16 000 ლარი

მინისტრი - თვეში 13 600 ლარი

პარლამენტის თავმჯდომარე – თვეში 16 000 ლარი

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურებაზე 20%-ის გამოკლების შემთხვევაში, მათი დარიცხული თვიური სარგო (ე.წ. ხელზე ასაღები ანაზღაურება) 12 800 ლარი, ხოლო წლიური 153 600 ლარი იქნება.

მინისტრების ყოველთვიური დარიცხული სარგო 10 880, ხოლო წლიურად - 130 560 ლარი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის წევრების თანამდებობრივ სარგოს, 2026 წლიდან საშემოსავლოს გარეშე, დეპუტატისშემოსავალი თვეში 10 240 ლარი გახდება, წლიური დარიცხული ანუ ხელზე ასაღები ხელფასი კი 122 880 ლარს გაუტოლდება.