შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
ირაკლი ფიფია დაინიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს
უფროსი გიორგი ოთარაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი
სამმართველოს უფროსი ივანე მჭედლიშვილი დაინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს
უფროსი არჩილ მახარაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორად;

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ზესაშვილი
დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს
უფროსის მოადგილე ირაკლი გუნავა დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს
უფროსის მოადგილე კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი დაინიშნა თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი
სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი გეწაძე დაინიშნა თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსად.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.