საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიითდაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნასისახავს მიზნად.

STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 150-ზემეტი სკოლა დარეგისტრირდა, მონაწილეობა კითითოეული სკოლის VII-XI კლასის ხუთი მოსწავლისგანდაკომპლექტებულმა 800-ზე მეტმა გუნდმა მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს საქართველოსბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცემა.

ოლიმპიადა ორ ტურად იმართება: 

თეორიული ტურის ფარგლებში, თითოეული სკოლისგუნდიდან სამი მოსწავლე მათემატიკის, ორი კიფიზიკის ტესტს წერს. შედეგად, საუკეთესო შედეგისმქონე 10 სკოლა ფინალურ ტურში ასპარეზობს;

ფინალურ რაუნდში მოსწავლეები გუნდურად მუშაობენSTEM დავალებების ამოხსნაზე. 

ამასთან, ფინალურ ტურში გადასული გუნდებისმენტორები სპეციალური გადამზადების კურსსგადიან, რომელსაც კომაროვის სპეციალისტებიუძღვებიან.

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 300-ზე მეტი სკოლის, 1500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. 

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულისაგანმანათლებლო პროექტების შესახებდეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთვებგვერდს: ganatleba.bog.ge