დეცის ექსპერტი BAYER-ის ინოვაციური კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდია, რომელიც გაუმჯობესებული დაცვის ეფექტით, ჩამორეცხვის დაბალი რისკითა და ხანგრძლივი და სტაბილური მოქმედებით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეპარატი თავის თვისებებს მაღალი ტემპერატურის პირობებშიც კი ინარჩუნებს. ინსექტიციდის კიდევ ერთი უპირატესობა ფოთლების ზედაპირებისა და მავნებლების საფარი ქსოვილების გაუმჯობესებული დაფარვაა.

დეცის ექსპერტი ეფექტურად იცავს სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართო სპექტრს, რომელთა შორისაა კაკლოვნები, ბოსტნეული, ხეხილი, ვაზი, პარკოსნები, მარცვლოვნები, ციტრუსი და სხვა. ის ებრძვის ისეთ მავნებლებს, როგორებიცაა ხეშეშფრთიანები, ქერცლფრთიანები, თანაბარფრთიანები, ორფრთიანები, ნახევრად ხეშეშფრთიანები, თრიფსები, სწორფრთიანები და ა.შ. პრეპარატეს ასევე გააჩნია მკვეთრად გამოხატული ოვიციდური მოქმედება, ანუ გარდა თავად მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლისა, ის მოქმედებს მავნებლების კვერცხებზე. აღსანიშნავია, რომ პრეპარატს გააჩნია მაღალი ბიოხელმისაწვდომობა და ეფექტიანობას ინარჩუნებს +35°C-მდე.

როგორ გამოვიყენოთ დეცის ექსპერტი?

დეცის ექსპერტი თავსებადია უმეტეს ფუნგიციდებთან და ინსექტიციდებთან, თუმცა გამოყენებამდე, უმჯობესია, წინასწარ შემოწმდეს მათი ქიმიური თავსებადობა. ასევე, გირჩევთ, არ მოიხმაროთ პრეპარატი ძლიერ ტუტე ნივთიერებებთან კომბინაციაში. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დეცის ექსპერტი სახიფათოა ფუტკრებისთვის, ამიტომ არ გამოიყენოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და სარეველების ყვავილობის პერიოდში, ასევე ისეთ ადგილებში, სადაც ფუტკრები აქტიურად დაფრინავენ.

გამოყენების უფრო დეტალური ინსტრუქციისთვის დაუკავშირდით „აგროსფროს“ კონსულტანტებს შემდეგ ნომერზე: +995 322 500 900.